No products in the cart.

No products in the cart.

No products in the cart.

Top
Image Alt

ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

შპს “ბოდჰი“ გახლავთ მწარმოებელი „Bodhi“-ის კუთვნილი სადისტრიბუციო კომპანია.

ტაილანდიდან საქართველოში შემოგვაქვს „Bodhi“-ის 400-ზე მეტი დასახელების კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც პროფესიონალური და სახლის სპა-პროცედურებისთვისაა შესაფერისი: მასაჟის ზეთი, სკრაბები, აბაზანის მარილი, ნატურალური საპონი, არომათერაპიის სანთლები და სხვა საუკეთესო ხარისხის პროდუქტი.

ჩვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები პროფესიონალური სპა-სალონები არიან.

2020 წელს ონლაინ მაღაზია შევქმენით, რათა „Bodhi“-ის ნატურალური კოსმეტიკა სახლის პირობებში მოსახმარადაც გამხდარიყო ხელმისაწვდომი.

ამგვარად, ახლა შეგიძლიათ „Bodhi“-ის პროდუქციის შეძენა უშუალოდ მწარმოებლისაგან. ჩვენ კი საშუალება გვეძლევა მომხმარებლისგან გამოხმაურება მივიღოთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან კავშირზე ყოფნა, თქვენი შეკითხვების, კომენტარებისა და აზრის მოსმენა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები, რათა მიიღოთ ფასდაკლებები და ბონუსები, შეამოწმოთ ახალი პროდუქცია და პირველებმა შეიტყოთ აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.

„Bodhi“-ის პროდუქციის შესახებ

2010 წლიდან ჩვენ დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული სიამოვნებით ვქმნით „Bodhi“-ის კოსმეტიკას. ჩვენს თითოეულ პროდუქტში სიამის სული, სიმდიდრე და სიუხვეა ჩაქსოვილი.

ჩვენი პროდუქციის უმეტესობა 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშეა წარმოებული და აკმაყოფილებს GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) მაღალ სტანდარტებს.

მცენარეების დიდი ნაწილი საკუთარ მეურნეობაში მოგვყავს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ ნედლეულის ხარისხში.

თუმცა, ზოგიერთი ბუნებრივი კოსმეტიკური პროდუქტის შემადგენლობაში მხოლოდ წყალი და რამდენიმე ინგრედიენტია, რომლებიც ძირითადი ფუნქციის შესასრულებლად და სურნელის მისანიჭებლადაა აუცილებელი. „Bodhi“-ის ეს არ ეხება!

ჩვენი აზრით, ბუნებრივი საშუალებები თავის მოვლისთვის არასაკმარისია, ამიტომ ჩვენი პროდუქცია გამდიდრებულია აქტიური ბიოინგრედიენტებით. ისინი კანს არა მხოლოდ ასუფთავებენ და ატენიანებენ, არამედ აქტიურად კვებავენ და აჯერებენ მას აუცილებელი ვიტამინებით, ცილებითა და მინერალებით, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი სილამაზისა და ახალგზარდული იერსახის შენარჩუნებას. სპა-პროცედურისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, კოსმეტიკური საშუალება სასარგებლოსთან ერთად, სასიამოვნოც უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვქმნით განსაკუთრებული არომატისა და ტექსტურის მქონე პროდუქციას.
ჩვენი კოსმეტიკური და არომათერაპიის პროდუქტების ხარისხსა და თვისებებს ენდობა 250-ზე მეტი პროფესიონალური სპა-სალონი ავსტრალიაში, აზიასა თუ ევროპაში.

ჩვენი პროდუქცია სერტიფიცირებულია და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა. ჩვენ არ ვატარებთ ცდებს ცხოველებზე, ზრუნვითა და პატივისცემით ვეპყრობით ჩვენი პლანეტის ყველა ბინადარს.

სიამიდან — სიყვარულით, „Bodhi“

Магазин тайской косметики Bodhi Spa

Растительная СПА Косметика