No products in the cart.

No products in the cart.

No products in the cart.

Top

გამაჯანსაღებელი სპა პროცედურა „კურკუმა“

კურკუმა აზიელი ლამაზმანების თავის მოვლის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მათ ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარება.

კურკუმაში შემავალი უნიკალური ფიტოკომპონენტი კურკუმინი ანტიოქსიდანტური, დამცავი და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. პროცედურის ჩატარება განსაკუთრებით რეკომენდებულია ზაფხულის ინტენსიურ პერიოდში, რადგან კურკუმა კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისა და თავისუფალი რადიკალების უარყოფითი ზემოქმედებისგან და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას.

ნაზი კრემ-სკრაბი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას და კანს შეფუთვის ეტაპისთვის ამზადებს. ნიღბით შეფუთვა გამოირჩევა აღმდგენი და სამკურნალო მოქმედებით, რომელიც კვებავს კანს, კურნავს ჭრილობებს, ხსნის გამონაყარსა და გაღიზიანებას.

კურკუმას ზეთით სხეულის მასაჟი უზრუნველყოფს კანის დამატებით კვებასა და დატენიანებას, აღადგენს ენერგიას. ფეხის წერტილოვანი მასაჟი კი სხეულს ჰარმონიისა და ბალანსის მდგომარეობაში აბრუნებს.

* კურკუმა ადვილად ღებავს კანს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ღია ფერის კანზე გამოყენებისას.

გამოყენებული პროდუქცია BODHI-ის კოლექციიდან

ტანის კრემ-სკრაბი „კურკუმა“ 50 გ
ტანის კრემ-ნიღაბი „კურკუმა“ 70 გ
მასაჟის ზეთი „კურკუმა“ 30 მლ
ფეხის მასაჟის კრემი მენთოლითა და ქაფურით 3 მლ

ნაბიჯი 1

ტანის სკრაბი

დაამუშავეთ მთლიანი სხეული სკრაბით „სანელებლიანი თერაპია“. თითოეული ზონის გაწმენდის წინ დაისველეთ ხელები თბილი წყლით. პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით ჩაატარეთ:

– ზურგი

– ფეხის უკანა ზედაპირი, განსაკუთრებული ყურადღება ტერფებს მიაქციეთ

სთხოვეთ კლიენტს ზურგზე დაწოლა

– ფეხის წინა ზედაპირი, განსაკუთრებული ყურადღება მუხლებს მიაქციეთ

– მუცელი

– დეკოლტე და ხელები, განსაკუთრებული ყურადღება იდაყვებსა და ხელის მტევნებს მიაქციეთ

პროცედურის შემდეგ სთხოვეთ კლიენტს, მიიღოს შხაპი.

ნაბიჯი 2

სხეულზე ნიღბის დატანა და შეფუთვა

ტანის ნიღაბი თანაბარ სქელ ფენად გადაანაწილეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

– ზურგი

– ფეხის უკანა ზედაპირი (ტერფების გარდა)

სთხოვეთ კლიენტს ზურგზე დაწოლა

– ფეხის წინა ზედაპირი (ტერფების გარდა)

– მუცელი

– დეკოლტე და ხელები

ნიღბით დამუშავებული ზონები პოლიეთილენის ფირით დაფარეთ, შემდეგ კი საბნით შეფუთეთ და 20-25 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

ნაბიჯი 3

ფეხის მასაჟი და აკუპრესურა (წერტილოვანი მასაჟი)

შეფუთვის პროცედურის პარალელურად, კლიენტს ტერფების მასაჟი ჩაუტარეთ.

სითბოს შენარჩუნების მიზნით, მასაჟის დროს შეფუთეთ საბნით ან პირსახოცით ის ფეხი, რომელზეც არ ატარებთ მასაჟს.

– ჩაატარეთ მარცხენა ტერფის მასაჟი ფეხის მასაჟის კრემით მენთოლითა და ქაფურით (ერთი ტერფის დამუშავებისთვის საჭიროა პროდუქტის მოცულობის ½). პროცედურა დაასრულეთ ტერფის წერტილოვანი მასაჟით. ანალოგიურად დაამუშავეთ მარჯვენა ტერფი.

ნაბიჯი 4

სთხოვეთ კლიენტს, მიიღოს შხაპი.

ნაბიჯი 5

ტანის მასაჟი მასაჟის ზეთით „კურკუმა“.

ნაბიჯი 6

მასაჟის დასასრულს დაადეთ კლიენტს თბილი ხელისგულები გულმკერდსა და შუბლზე. სთხოვეთ მას, 3-ჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს. ეს პროცესი ხელს უწყობს სხეულისა და გონების ბალანსის აღდგენას.

Магазин тайской косметики Bodhi Spa

Растительная СПА Косметика