აქტიური მცენარეული კომპონენტებისა და პროცედურის კომპლექსური მოქმედების წყალობით შესაძლებელი ხდება სხეულის ფორმების კორექცია და კანის სტრუქტურის გაუმჯობესება. პროცედურა ხსნის შეშუპებას, რომელიც სილუეტს ჭარბ მოცულობას სძენს, და ხსნის „ფორთოხლის კანის“ ეფექტს.
სკრაბი „სანელებლიანი თერაპია“ შეიცავს მიხაკის, შავი პილპილის, კაფირის ლაიმის და ბერგამოტის ეთერზეთების ნაზავს, რომელიც ატონიზირებს და საგულდაგულოდ წმენდს კანს. შედეგად სხეული მზადაა ტანის ნიღბის მოქმედებისთვის. სკრაბი მასტიმულირებელი, გამათბობელი და სადრენაჟო თვისებებით ხასიათდება. სხეულის ნიღბით შეფუთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გადინებას. ცხენისწაბლას, მატეს (პარაგვაული ჩაის) და არაბიკას ყავის მარცვლების ექსტრაქტების ნაზავი ებრძვის „ფორთოხლის კანს“ და ხელს უშლის სტრიების გაჩენას.
სხეულის მაკორექტირებელი მასაჟი ჩილის ზეთით ან ანტიცელულიტური კრემით ხელს უწყობს წონის დაკლებასა და ფორმების კორექციას. პროცედურა აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას, გამოდევნის ტოქსინებსა და შლაკებს, რაც კანის ჯანსაღ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ეს ყოველივე კი იდეალური სილუეტის საწინდარია.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია 5-10 პროცედურის ჩატარება
გამოყენებული პროდუქცია BODHI-ის კოლექციიდან
ტანის სკრაბი „სანელებლიანი თერაპია“ | 50 გ |
ტანის კრემ-ნიღაბი „ანტიცელულიტური“ | 70 გ |
სახის მასაჟის კრემი „იუზუ“ | 3 მლ |
ტანის მასაჟის კრემი „ანტიცელულიტური“ /მასაჟის ზეთი „ანტიცელულიტური ჩილი“ | 25 მლ |
ნაბიჯი 1
ტანის სკრაბი
დაამუშავეთ მთლიანი სხეული სკრაბით „სანელებლიანი თერაპია“. თითოეული ზონის გაწმენდის წინ დაისველეთ ხელები თბილი წყლით. პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით ჩაატარეთ:
– ზურგი
– ფეხები, განსაკუთრებული ყურადღება ბარძაყებსა და ქუსლებს მიაქციეთ
სთხოვეთ კლიენტს ზურგზე დაწოლა
– ფეხები, განსაკუთრებული ყურადღება ბარძაყებსა და ტერფებს მიაქციეთ
– მუცელი და გვერდები
– დეკოლტე და ხელები, განსაკუთრებული ყურადღება იდაყვებსა და ხელის მტევნებს მიაქციეთ
პროცედურის შემდეგ სთხოვეთ კლიენტს, მიიღოს შხაპი.
ნაბიჯი 2
სხეულზე ნიღბის წასმა და შეფუთვა
ტანის ნიღაბი „ანტიცელულიტური“ მხოლოდ პრობლემური ზონების დასამუშავებლად გამოიყენება.
ტანის ნიღაბი თანაბარ სქელ ფენად გადაანაწილეთ
– თეძოები, ფეხების უკანა ზედაპირი და დუნდულები
– მუცელი და გვერდები
– მხრის არე (ბიცეფსისა და ტრიცეფსის ზონები, თუ კლიენტი ამის სურვილს გამოთქვამს)
ნიღბით დამუშავებული ზონები პოლიეთილენის ფირით დაფარეთ, შემდეგ კი საბნით შეფუთეთ და 15-20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
ინაიდან ნიღაბს ჰიპერთერმული მოქმედება ახასიათებს, გადაამოწმეთ, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს კლიენტი თავს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მითითებულ დროზე ადრე დაასრულოთ ეს ეტაპი..
ნაბიჯი 3
კისრისა და მხრების მასაჟი
შეფუთვის პროცედურის პარალელურად, კლიენტს კისრისა და მხრების მასაჟი ჩაუტარეთ.
ნაბიჯი 4
სთხოვეთ კლიენტს, მიიღოს შხაპი.
ნაბიჯი 5
სხეულის მასაჟი “ანტიცელულიტური”
ჩაუტარეთ კლიენტს პრობლემური ზონების მასაჟი მასაჟის კრემით „ანტიცელულიტური“ ან მასაჟის ზეთით „ჩილი“.
ნაბიჯი 6
პროცედურის დასასრულს შესთავაზეთ კლიენტს ერთი ჭიქა წყალი. ეს ხელს შეუწყობს გააქტიურებული მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებასა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.