აღწერა
არომადიფუზორი „მაგნოლია ჩამპაკა“ თქვენს სახლს ეგზოტიკური თეთრი ყვავილების საუცხოო, დამათრობელ სურნელს შემატებს, რომელიც შესაფერისია მისაღები ოთახისა და აბაზანისთვის. ყვავილების მდიდარ არომატს თან ახლავს ლიმონის, ნაღებისა და ვანილის ნოტების მოტკბო კომპოზიცია, რომელიც ბუნებრივი აფროდიზიაკის როლს ასრულებს, მატებს ენერგიას და ხსნის დაღლილობის შეგრძნებას.
გამოყენების წესი: ამოიღეთ ბოთლი შეფუთვიდან, მოხსენით თავსახური და დამცავი ფირი, მოათავსეთ ბოთლში ლერწმის ჩხირები და დადგით სასურველ ადგილას. არომატის სიმკვეთრე დამოკიდებულია ჩხირების რაოდენობაზე. არომადიფუზორის უწყვეტი მოქმედების შემთხვევაში მისი ექსპლუატაციის საშუალო ვადა 4-5 თვეს შეადგენს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.