აღწერა
ხელის მკვებავი კრემი მსუბუქი, არაცხიმიანი ტექსტურითა და ეგზოტიკური ციტრუსი იუზუს არომატით. ძირითადი ინგრედიენტები: მაკადამიასა და ჟოჟობას ზეთები, კაკაოს კარაქი, ჰიდროლიზებული კოლაგენი, ალოე ვერას ექსტრაქტი, ბიოტინი (H ვიტამინი). ხელის კრემი „იუზუ“ გამდიდრებულია მცენარეული ზეთებითა და აქტიური კომპონენტებით, რომლებიც არბილებენ კანს, აჯერებენ მას ვიტამინებით და აღადგენენ მის ელასტიურობას. იუზუს ეთერზეთი ავიწროებს გაფართოებულ ფორებს, აღიავებს, ატონიზირებს და აცოცხლებს კანს. ჰიდროლიზებული ცილა და კოლაგენი კანის ზედაპირზე წარმოქმნის უხილავ შრეს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, როგორიცაა ქარი და ყინვა. იუზუს კრემი აცოცხლებს და აღადგენს კანს, ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და გაახალგაზრდავებას. იუზუს მატონიზირებელი და გამომაცოცხლებელი სურნელი ნამდვილი აღმოჩენაა ციტრუსის არომატის მოყვარულთათვის.
გამოყენების წესი: კრემი წრიული მოძრაობებით დაიტანეთ ხელებზე და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. მანგოს მკვებავი კრემი კანს აბრეშუმისებრ იერს სძენს, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვან შრეს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.