აღწერა
ხელისა და ტანის ლოსიონი ნატურალური ზეთების ბაზაზე კვებავს, ატენიანებს და აჯერებს კანს სასარგებლო მიკროელემენტებით, სძენს მას ელასტიურ და აბრეშუმისებრ იერს. ყვავილების დახვეწილი არომატი ამშვიდებს, ხსნის სტრესსა და ნეგატიურ ფიქრებს, აუმჯობესებს ემოციურ ფონს. ლავანდის ეთერზეთს ანტისეპტიკური და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ასტიმულირებს უჯრედების განახლებისა და რეგენერაციის პროცესს. გვირილის ეთერზეთი ხსნის კუნთების ტკივილსა და დაჭიმულობას, ამშვიდებს დაზიანებულ, გაღიზიანებულ კანს, აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმსა და სისხლის მიმოქცევას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობის ლოსიონი ტანზე, გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. ლოსიონი არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, სწრაფად შეიწოვება და ატენიანებს კანს. შესაფერისია მგრძნობიარე და ნაზი კანისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.