აღწერა
მასაჟის ზეთი „ყვავილების თერაპია“ დამამშვიდებელ გარემოს ქმნის ყვავილების ნატიფი არომატის წყალობით. ბრინჯის ქატოს და ქოქოსის ზეთები მკვებავი და დამატენიანებელი თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც კანს გლუვ და ელასტიურ იერს სძენს. ზეთი კვებავს კანს ვიტამინებით და იცავს მას თავისუფალი რადიკალებისგან, რაც კანს ახალგაზრდობასა და სილამაზეს უნარჩუნებს. გვირილის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს მგრძნობიარე და გაღიზიანებულ კანზე, ამცირებს ქავილისა და სიმშრალის არასასიამოვნო შეგრძნებას, ასევე ხსნის ტკივილსა და კუნთების კრუნჩხვას. ლავანდის ზეთი ხელს უწყობს მიკრობზარებისა და ჭრილობების შეხორცებას, ადეზინფიცირებს და აცოცხლებს კანს. E ვიტამინი კანს მავნე ტოქსინებისა და თავისუფალი რადიკალებისგან იცავს.
არომათერაპია: ლავანდისა და გვირილის ეთერზეთების თაიგული ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ახდენს ძილის ნორმალიზებას და მომაჯადოებელ გარემოს ქმნის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.