აღწერა
მასაჟის ზეთი „სანელებლიანი თერაპია“ ჯადოსნურ აღმოსავლურ განწყობილებას ქმნის, ამასთანავე სათანადოდ ზრუნავს თქვენს კანზე. A, E, C და K ვიტამინებით და მიკროელემენტებით (კალციუმი, თუთია, ფოსფორი და რკინა) გაჯერებული ზეთების ნაზავი ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესს, აღადგენს ეპიდერმისის წყალ-ლიპიდურ შრეს და კანს გლუვ და ჯანსაღ იერს სძენს. ბერგამოტის, კაფირის ლაიმის, მიხაკისა და შავი პილპილის ეთერზეთების კომპლექსი ბაქტერიციდული, სამკურნალო და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. პროდუქტი აუმჯობესებს რბილი ქსოვილების მიკროცირკულაციას, კვებავს და კურნავს კანის დაზიანებებს.
არომათერაპია: მასაჟის ზეთის სანელებლიანი ნოტები სასიამოვნოდ ათბობს და ატონიზირებს როგორც სხეულს, ისე გონებას. ამ პროდუქტის წყალობით ორგანიზმი უფრო მარტივად ებრძვის გაციებასა და ვირუსებს, ხსნის კუნთების დაჭიმულობას, სხეულს კი ძალასა და ენერგიას მატებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.