აღწერა
მასაჟის ზეთი „ვარდი“ ბრინჯის, ქოქოსისა და ვარდის ზეთების ბაზაზე. ამ პროდუქტის წყალობით მასაჟის დროს ხელი მარტივად სრიალებს კანზე. ქოქოსისა და ბრინჯის ქატოს ზეთები კანს საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით ამარაგებს, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი დამცავი შრისა და წყალ-ლიპიდური ბალანსის აღდგენას. პროდუქტი გამდიდრებულია E ვიტამინით, რომელიც ანტიოქსიდანტური და დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა. დამასკოს ვარდის ზეთი კანს გლუვ და ხავერდოვან იერს სძენს, აქვს მსუბუქი ლიმფოდრენაჟული ეფექტი და ათანაბრებს კანს.
არომათერაპია: დამასკოს ვარდი გამოირჩევა მომაჯადოებელი, ნატიფი, ქალური არომატით, რომელსაც აფროდიზიაკის თვისებები აქვს. დადებითად მოქმედებს ქალის ემოციურ და ჰორმონალურ ფონზე, ხსნის ნერვიულობას, შფოთვას და მატებს ენერგიას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.