აღწერა
მასაჟი მცენარეული კომპრესით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: ადუნებს, ხსნის სტრესსა და დაღლილობას, აუმჯობესებს როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ტანდეგობის გამოსწორებას, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და ასტიმულირებს შინაგანი ორგანოების მოქმედებას. თბილი კომპრესი ამცირებს კუნთებისა და მყესების ტკივილს, შებოჭილობას, დისკომფორტსა და დაჭიმულობას. ასევე რეკომენდებულია ზურგის ქრონიკული ტკივილის, ართრიტის, შაკიკის, ქრონიკული სტრესისა და შფოთვის შესამსუბუქებლად.
კომპრესში გამოყენებულ ტაილანდური ტრადიციული ბალახების ნაზავს დამამშვიდებელი და გამამხნევებელი ეფექტი აქვს სხეულსა და ემოციურ მდგომარეობაზე, ადუნებს გადაღლილ კუნთებს, ამასთან მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმის ენერგიულობას. კომპრესში შემავალ მცენარეებს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვთ. კომპრესი წმენდს კანს, ხელს უწყობს უჯრედების ზრდას და სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როგორიცაა ბრონქიტი და გაცივება.
მასაჟის დაწყებამდე კომპრესი ხელით შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ ის არ წვავს კანს. მასაჟი მატონიზირებელი მოძრაობებით დაიწყეთ და კომპრესი სხვადასხვა მიმართულებით ამოძრავეთ. მასაჟის დროს კომპრესი მჭიდროდ უნდა აწვებოდეს კანს. კომპრესის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს.
დამზადებულია ტაილანდში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.