აღწერა
ბროწეულის ნიღაბი იდეალურია დაღლილი და ფერმკრთალი სახის კანის გამოსაცოცხლებლად. ბროწეულის ექსტრაქტში შემავალი აქტიური ანტიოქსიდანტები იცავენ კანს ტოქსინებისგან და დაბერების პროცესებს ანელებენ. ბროწეული კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს და კანის ელასტიურობას აღადგენს. ბაობაბისა და ალოეს ფოთლების ექსტრაქტი კი ორგანიზმს საკვები ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს, რაც კანს აღადგენს და ატონიზირებს, ხოლო ნატრიუმის ჰიალურონატი* ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. ნიღბის გამოყენების შემდეგ კანი დასვენებულ და ჯანსაღ იერს იღებს.
პროდუქტის მოცულობა გათვლილია 40 პროცედურაზე.
*ნატრიუმის ჰიალურონატი (ჰიალურონის მჟავას მარილი) არის ცხიმებისა და ცილებისგან გაწმენდილი ჰიალურონის მჟავას ფორმა, რომელიც ძალიან მცირე ზომის მოლეკულებისგან შედგება. ამ თვისების წყალობით ის კანის ქვედა შრეებში აღწევს, კანს ინტენსიურად ატენიანებს და ანელებს დაბერების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიალურონის მჟავა უფრო ეფექტურია ინექციების სახით, ნატრიუმის ჰიალურონატი მაქსიმალურად ეფექტურია კოსმეტიკური საშუალებების ადგილობრივი გამოყენებისას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.