აღწერა
შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის ტროპიკული ყვავილების არომატით. შესაფერისია როგორც ცხიმიანი, ისე კომბინირებული კანისთვის, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. შეიცავს პლუმერიას ექსტრაქტსა და ეთერზეთს. შამპუნი შექმნილია რბილ ბაზაზე და არ შეიცავს SLS-ს, SLES-ს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. სულფატებისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ნაცვლად გამოყენებულია უვნებელი სულფოსუკცინატი (ქარვის მჟავის მარილი). ვინაიდან პროდუქტი არ შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს, ბუნებრივი დამცავი შრე არ ირღვევა და მგრძნობიარე კანიც კი არ ღიზიანდება. პლუმერიას ექსტრაქტი და ეთერზეთი ატენიანებს, არბილებს თავის კანს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. პლუმერიაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნას და ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კანის ჯანსაღ უჯრედებში ჟანგვის პროცესს იწვევენ.
გამოყენების წესი: შამპუნი სველ თმაზე თანაბრად გადაინაწილეთ, მსუბუქი წრიული მოძრაობებით აიქაფეთ, შემდეგ კი საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ. შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.