აღწერა
სახის სკრაბი შაქრის, ზეთისა და ცვილის ბაზაზე აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს მის ტექსტურასა და ელფერს. ვიტამინებითა და ბიოაქტიური კომპონენტებით მდიდარი ციტრუსი იუზუს ქერქის ექსტრაქტი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას კანში და კვებავს მას. სკრაბი გამდიდრებულია შიის (კარიტეს) კარაქით, ალისარჩულის, ტკბილი ნუშის, და ყურძნის წიპწის ზეთებით, რომლებიც კანს ინტენსიურად კვებავენ და ატენიანებენ წმენდის პროცედურის განმავლობაში. ნატურალურ ცვილს კი სამკურნალო, ბაქტერიციდული მოქმედება აქვს და კანს გაუწყლოებისგან იცავს. ზეთებში შემავალი ბიოფლავონოიდები და E ვიტამინი აქტიური ანტიოქსიდანტებია, რომლებიც უჯრედების დაბერების პროცესს ანელებენ. ამ პროდუქტის გამოყენებას მაქსიმალური ეფექტი აქვს: კანი ეფექტურად იწმინდება, იკვებება და ტენიანდება.
ჟასმინის სკრაბი ეფექტურად ზრუნავს სახის ნაზ კანზე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. პროდუქტში შემავალი საკვები ნივთიერებები სახის კანის ცოცხალი და ხავერდოვანი იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სკრაბი ებრძვის პიგმენტაციას და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
პროდუქტის მოცულობა გათვლილია 60 პროცედურაზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.