აღწერა
სახის სკრაბი შაქრის, ზეთისა და ცვილის ბაზაზე აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს და აუმჯობესებს მის ტექსტურასა და ელფერს. არაბული ჟასმინის ეთერზეთი ასტიმულირებს ეპიდერმისის უჯრედების რეგენერაციას და აახალგაზრდავებს კანს. სკრაბი გამდიდრებულია შიის (კარიტეს) კარაქით, ალისარჩულის, ტკბილი ნუშის, და ყურძნის წიპწის ზეთებით, რომლებიც კანს აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ამარაგებენ. წმენდის პროცედურის განმავლობაში კანი ინტენსიურად იკვებება და ტენიანდება. აბუსალათინის ზეთი და ნატურალური ცვილი კანს გაუწყლოებისგან იცავს. სკრაბის გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანი, გლუვი და დატენიანებული ხდება.
ჟასმინის სკრაბი ეფექტურად ზრუნავს სახის ნაზ კანზე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება. პროდუქტში შემავალი საკვები ნივთიერებები სახის კანის ცოცხალი და ხავერდოვანი იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, სკრაბი ებრძვის პიგმენტაციას და ასწორებს წვრილ ნაოჭებს.
პროდუქტის მოცულობა გათვლილია 60 პროცედურაზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.