აღწერა
სკრაბი ჰიმალაის ვარდისფერი მარილის ბაზაზე მანდარინისა და ლავანდის ეთერზეთებით. შემადგენლობა: ქოქოსის ზეთი, ბრინჯის ქატოს ზეთი, შიის კარაქი, მანდარინის ეთერზეთი, ლავანდის ეთერზეთი, Е ვიტამინი. ამქერცლავი კომპონენტი: ჰიმალაის მარილი, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად ითვლება. სკრაბი შეიცავს 84 მინერალსა და მიკროელემენტს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. პროდუქტი სათუთად აშორებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, არ აზიანებს თხელ და მგრძნობიარე კანს, კვებავს მას და აღადგენს მის სიმკვრივეს. სკრაბში შემავალი რბილი, ნატურალური გამწმენდი ნაწილაკები კანის სრულფასოვან მოვლასა და წმენდას უზრუნველყოფენ. მანდარინის ეთერზეთს დამატენიანებელი და მატონიზირებელი მოქმედება აქვს, კანს ელასტიურს ხდის, ხელს უშლის სტრიების გაჩენას და ამკვრივებს კანს, ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და დაღლილ კანს ჯანსაღ იერს უბრუნებს. ლავანდის ეთერზეთი კი ანტისეპტიკური და დეზოდორული თვისებებით გამოირჩევა, არბილებს და კვებავს კანს, ხსნის დაძაბულობისა და შფოთვის შეგრძნებებს.
გამოყენების წესი: სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ, დაიმუშავეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 3-5 წუთის განმავლობაში, დაიტოვეთ 5 წუთით კანის სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებისთვის, შემდეგ კი წყლით (მშრალი კანის შემთხვევაში) ან შხაპის გელით (ცხიმიანი კანის შემთხვევაში) ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე სკრაბი კარგად აურიეთ!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.