აღწერა
სკრაბი ჰიმალაის ვარდისფერი მარილის ბაზაზე გრეიპფრუტის ეთერზეთით. შემადგენლობა: ბრინჯის ზეთი, ალისარჩულის ზეთი, შიის კარაქი, სეზამის (შირბახტის) ზეთი, მზესუმზირის ზეთი, გრეიპფრუტის ეთერზეთი, Е ვიტამინი. ამქერცლავი კომპონენტი: ჰიმალაის მარილი, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად ითვლება. სკრაბი შეიცავს 84 მინერალსა და მიკროელემენტს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. პროდუქტი სათუთად აშორებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, არ აზიანებს თხელ და მგრძნობიარე კანს, კვებავს მას და აღადგენს მის ელასტიურობას. სკრაბში შემავალი რბილი, ნატურალური გამწმენდი ნაწილაკები კანის სრულფასოვან მოვლასა და წმენდას უზრუნველყოფენ. გრეიპფრუტის ეთერზეთს ანტიცელულიტური მოქმედება აქვს, აუმჯობესებს კანის დრენაჟს, სისხლის მიმოქცევას, ხსნის სტრესსა და შეშუპებას, სხეულს ენერგიასა და სილამაზეს მატებს. გამოყენების წესი: სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ, დაიმუშავეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 3-5 წუთის განმავლობაში, დაიტოვეთ 5 წუთით კანის სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებისთვის, შემდეგ კი წყლით (მშრალი კანის შემთხვევაში) ან შხაპის გელით (ცხიმიანი კანის შემთხვევაში) ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე სკრაბი კარგად აურიეთ!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.