აღწერა
სკრაბი ლერწმის შაქრის, ქოქოსისა და ბრინჯის ქატოს ზეთისა და პიტნის ეთერზეთის ბაზაზე. ძირითადი ინგრედიენტები: ქოქოსის ზეთი, ბრინჯის ქატოს ზეთი, შიის კარაქი, პიტნის ეთერზეთი, Е ვიტამინი. ამქერცლავი კომპონენტი: შაქარი, ქოქოსისა და კაკლის დაქუცმაცებული ნაჭუჭი. სკრაბი სათუთად აშორებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, აახლებს კანს, ანიჭებს მას სირბილესა და ბზინვარებას. სკრაბი ხელს უშლის ცელულიტის გაჩენას და ათანაბრებს კანის ზედაპირს.
ნატურალური ზეთები ღრმად ატენიანებენ და კვებავენ კანს, ხელს უწყობენ ახალი უჯრედების რეგენერაციას, კანი ხდება გლუვი და ელასტიური. პიტნის ეთერზეთი ასტიმულირებს კანის დამცავ ფუნქციას, ებრძვის პიგმენტაციას, ატონიზირებს და აცოცხლებს კანს. სკრაბი ეფექტურად აღადგენს კანის ბუნებრივ სიმკვრივესა და ტონუსს.
გამოყენების წესი: სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ, დაიმუშავეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 3-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წყლით (მშრალი კანის შემთხვევაში) ან შხაპის გელით (ცხიმიანი კანის შემთხვევაში) ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე სკრაბი კარგად აურიეთ!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.