აღწერა
ანტიცელულიტური გამაგრილებელი ნიღაბი კრემის ბაზაზე ეფექტურია მაკორექტირებელი პროცედურების დროს. ნიღბის ძირითადი ფუნქციის გარდა, კანი მდიდრდება ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ვიტამინებით. ცხენისწაბლას ექსტრაქტი, ჩვეულებრივი სუროსა და გრეიპფრუტის ზეთი წონის დაკლებას უწყობს ხელს, ახდენს უჯრედების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და აუმჯობესებს კანის ვიზუალურ მდგომარეობას. ტოქსინები და შლაკები აქტიურად იდევნება ორგანიზმიდან, მცირდება შეშუპება, სისხლძარღვების კედლები კი ძლიერდება. მატეს (პარაგვაული ჩაის) ფოთლის ექსტრაქტი გამოირჩევა სხვადასხვა სახის პოლიფენოლისა და საპონინის უნიკალური შემადგენლობით, რომელიც არაბიკას ყავის მარცვლის ექსტრაქტთან ერთად ეფექტურად ებრძვის ე.წ. „ფორთოხლის კანს“, ასევე ხელს უშლის სტრიებისა და კაპილარული ქსელის გაჩენას. სხეულის მაკორექტირებელი პროცედურების შედეგად საგრძნობლად უმჯობესდება კანის დრენაჟის ფუნქცია. გრეიპფრუტის ზეთი დეზოდორული და მატონიზირებელი ეფექტით გამოირჩევა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებს კანის სტრუქტურასა და ტონს. ნიღბის სქელი ფენა დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე (დუნდულებსა და თეძოებზე, მუცელსა და წელზე), გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ანტიცელულიტური მასაჟის ჩატარება „გამაგრილებელი ანტიცელულიტური მასაჟის კრემით“.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.