აღწერა
აქტიური მცენარეული ინგრედიენტების წყალობით ტანის გამამკვრივებელი ნიღაბი კანის ელასტიურობასა და ტონუსს აღადგენს. მატეს (პარაგვაის ჩაის) ექსტრაქტი, არაბიკას ყავის მარცვლები და გრეიპფრუტი კანის მიკროცირკულაციას ასტიმულირებს, აუმჯობესებს ქსოვილების მეტაბოლიზმს და ამკვრივებს მათ. ბრინჯის ქატოს ზეთი კვებავს და ატენიანებს კანს, ხოლო A, E და C ვიტამინები და ანტიოქსიდანტები უჯრედების რეგენერაციას უწყობენ ხელს. ცხენისწაბლასა და სუროს ექსტრაქტები ქსოვილებში სითხის მიმოცვლას არეგულირებს და ამცირებს შეშუპებას. ანტიოქსიდანტები და მიკროელემენტები კანის უჯრედებს ნაადრევი დაბერებისგან იცავენ და კანის კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებაში ეხმარებიან.
ნიღბის სქელი ფენა დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე ან მთელ სხეულზე და დაიტოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს რეკომენდებულია დამატენიანებელი ლოსიონის წასმა ან მასაჟის ჩატარება ზეთით ან კრემით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.