აღწერა
ტანის სკრაბი „ბროწეული“ კანის სათუთი ექსფოლიაციისთვის. გარგარის დაქუცმაცებული კურკის ნაწილაკები აშორებენ კანის მკვდარ უჯრედებს და აჩქარებენ განახლების პროცესს, აუმჯობესებენ მის სტრუქტურასა და ფერს. თიხა და ბრინჯის ქატოს ზეთი ხსნის კანის აქერცვლასა და სიმშრალეს, მას ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს და აღადგენს კანის დამცავ შრეს. გამოყენების შემდეგ კანი ხდება გლუვი, დატენიანებული და ელასტიური. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბროწეულის ექსტრაქტი ანელებს კანის დაბერების პროცესს და ხსნის ანთებას.
სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ და დაიმუშვეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 1-2 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ არაუმეტეს კვირაში 1-2-ჯერ. სკრაბი ზრდის შემდგომი პროცედურების ეფექტურობას, მაგალითად, ტანის ნიღბების, დამატენიანებელი ლოსიონებისა და ზეთების მოქმედებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.