აღწერა
ტანის კრემ-სკრაბი „ლემონგრასი“ სათუთად წმენდს კანს, ხსნის სიმშრალეს, გაღიზიანებასა და სხვადასხვა სახის გამონაყარს. თიხა და გარგარის დაქუცმაცებული კურკის ნაწილაკები აცილებს მკვდარ უჯრედებს და აახლებს კანის ქსოვილს. ლემონგრასის ზეთი ამშვიდებს კანს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას. შედეგად ვიღებთ გლუვ და ჯანსაღ კანს. B ჯგუფის ვიტამინები და მინერალები ასევე მონაწილეობენ ქსოვილების რეგენერაციაში. ანტიოქსიდანტები თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავენ, რაც ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას. ხოლო ბრინჯის ქატოს ზეთი და E ვიტამინი წყლის ბალანსს არეგულირებენ.
ლემონგრასის არომატი ამხნევებს სხეულსა და გონებას და სიახლის შეგრძნებას მატებს.
სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ და დაიმუშვეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 1-2 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ არაუმეტეს კვირაში ერთხელ. სკრაბი ზრდის შემდგომი პროცედურების ეფექტურობას, მაგალითად, ტანის ნიღბების, დამატენიანებელი ლოსიონებისა და ზეთების მოქმედებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.