აღწერა
მასაჟის კრემი ჟენშენის ექსტრაქტითა და ლიჩის არომატით კვებავს და ატენიანებს კანს მასაჟის დროს და მწიფე ხილის ნაზ არომატს ანიჭებს. ბრინჯის ქატოს ზეთში შემავალი ორიზანოლი და ჟენშენის ექსტრაქტი შესანიშნავი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც კანს მავნე ფაქტორებისგან და ნაადრევი დაბერებისგან იცავენ. ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი არეგულირებს კანის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანსს. ჟენშენის ფესვიდან მიღებული ჟენსენოზიდები ბუნებრივი წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო ნაერთებია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ უჯრედულ მეტაბოლიზმზე და ქსოვილების რეგენერაციაზე. ეს უზრუნველყოფს კრემის სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას. აზიური ცენტელა (გოტუ კოლა) C ვიტამინის წყაროა, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უშლის შეშუპებასა და კაპილარული ქსელის გაჩენას და არეგულირებს უჯრედების წყალ-მარილოვანი ბალანსს. მწიფე ლიჩის არომატი განწყობას აგიმაღლებთ და თქვენს დღეს სიხალისესა და სიმსუბუქეს შემატებს!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.