აღწერა
ტანის მკვებავი ლოსიონი მსუბუქი, არაცხიმიანი ტექსტურით. შეიცავს ბრინჯისა და ჟოჟობას ზეთებს, აბრეშუმის ექსტრაქტს, ხორბლის ჰიდროლიზებულ ცილებს, ნემსიწვერას ეთერზეთსა და ლოტოსის ექსტრაქტს. ზეთების ნაზავი კვებავს კანს, მას სირბილესა და ელასტიურობას მატებს და სასარგებლო მიკროელემენტებით აჯერებს. მცირე ზომის მოლეკულებისა და წყალში ხსნადი ფორმის წყალობით, ხორბლის ჰიდროლიზებული ცილები სწრაფად შეიწოვება კანში, ატენიანებს მას და აღადგენს სასიცოცხლო ენერგიას. აბრეშუმის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს და არეგულირებს მელანინის დონეს. ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი მოქმედების წყალობით ნემსიწვერას ეთერზეთი მგრძნობიარე, დაზიანებულ და მშრალ კანზე დადებითად მოქმედებს და სწრაფად აღადგენს მას. ლოტოსის ექსტრაქტი ატენიანებს და კვებავს კანს, მატებს მას ელასტიურობას და ებრძვის დაბერების პროცესს. ლოტოსის ყვავილის საუცხოო სურნელი დაძაბული დღის შემდეგ დამამშვიდებელ ატმოსფეროს ქმნის და ხელს უწყობს მოდუნებას, მედიტაციას, ჩაძინებასა და ჯანსაღ ძილს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობის ლოსიონი ტანზე, გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. პროდუქტი არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, სწრაფად შეიწოვება და ატენიანებს კანს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.