No products in the cart.

No products in the cart.

No products in the cart.

Top
Image Alt

ტანის ლოსიონი ქოქოსი და ვანილი 250 მლ

36 

არ არის მარაგში

Notify about back in stock

აღწერა

ტანის მკვებავი ლოსიონი მსუბუქი, არაცხიმიანი ტექსტურით. შეიცავს ბრინჯისა და ჟოჟობას ზეთებს, აბრეშუმის ექსტრაქტს, ხორბლის ჰიდროლიზებულ ცილებს, ქოქოსისა და ვანილის ექსტრაქტებს. ზეთების ნაზავი კვებავს კანს, მას სირბილესა და ელასტიურობას მატებს და სასარგებლო მიკროელემენტებით აჯერებს. მცირე ზომის მოლეკულებისა და წყალში ხსნადი ფორმის წყალობით, ხორბლის ჰიდროლიზებული ცილები სწრაფად შეიწოვება კანში, ატენიანებს მას და აღადგენს სასიცოცხლო ენერგიას. აბრეშუმის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს და არეგულირებს მელანინის დონეს. ქოქოსის ექსტრაქტი შეიცავს ვიტამინებისა და აქტიური ნივთიერებების მდიდარ კომპლექსს, რომელიც კანზე დამცავ შრეს წარმოქმნის, კვებავს და იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. ვანილის ექსტრაქტი ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა, კლავს ბაქტერიებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ხსნის ანთებას. ქოქოსისა და ვანილის ნაზი, თბილი და მოტკბო არომატი ამხნევებს ორგანიზმს, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ააქტიურებს სასიცოცხლო ენერგიას, ამცირებს შფოთვასა და შიშს, მატებს ჰარმონიისა და ბალანსის შეგრძნებას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობის ლოსიონი ტანზე, გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. პროდუქტი არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, სწრაფად შეიწოვება და ატენიანებს კანს.

Aqua, Cetearyl Alcohol, Glyceryl Stearate, Simmondsia Chinensis (Jojoba) Oil, Oryza Sativa (Rice) Bran Oil, Helianthus Annuus (Sunflower) Seed Oil, Ceteth-20, Steareth-20, Dimethicone, Isopropyl Palmitate, Vitamin E, Sericin, Hydrolyzed Wheat Protein, Cocos Nucifera (Coconut) Extract, Vanilla Planifolia (Vanilla) Extract, Coconut Fragrance Oil, Chlorphenesin.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.281 კგ
ზომები 4.5 × 4.5 × 17 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

გამოხმაურების დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც შეიძინა ეს პროდუქტი.

Магазин тайской косметики Bodhi Spa

Растительная СПА Косметика