აღწერა
ტანის მკვებავი ლოსიონი მსუბუქი, არაცხიმიანი ტექსტურით. შეიცავს ბრინჯისა და ჟოჟობას ზეთებს, აბრეშუმის ექსტრაქტს, ხორბლის ჰიდროლიზებულ ცილებს, ლიმონის, ლაიმისა და ლემონგრასის ექსტრაქტებს, ლემონგრასის ეთერზეთს. ზეთების ნაზავი კვებავს კანს, მას სირბილესა და ელასტიურობას მატებს და სასარგებლო მიკროელემენტებით აჯერებს. მცირე ზომის მოლეკულებისა და წყალში ხსნადი ფორმის წყალობით, ხორბლის ჰიდროლიზებული ცილები სწრაფად შეიწოვება კანში, ატენიანებს მას და აღადგენს სასიცოცხლო ენერგიას. აბრეშუმის ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს და არეგულირებს მელანინის დონეს. ლემონგრასის ეთერზეთი დაღლილობის შეგრძნებას ამცირებს და აუმჯობესებს გონებრივ აქტივობას, კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობას. ლაიმისა და ლიმონის გამამხნევებელი არომატი ორგანიზმს აცოცხლებს და ენერგიას მატებს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობის ლოსიონი ტანზე, გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. პროდუქტი არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, სწრაფად შეიწოვება და ატენიანებს კანს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.