აღწერა
სკრაბი ლავანდისა და ლემონგრასის ეთერზეთებით ჰიმალაის ვარდისფერი მარილის ბაზაზე. შემადგენლობა: ბრინჯის ზეთი, ალისარჩულის ზეთი, შიის კარაქი, სეზამის (შირბახტის) ზეთი, მზესუმზირის ზეთი, ლავანდისა და ლემონგრასის ეთერზეთები. ამქერცლავი კომპონენტი: ჰიმალაის მარილი, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად ითვლება. სკრაბი შეიცავს 84 მინერალსა და მიკროელემენტს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. პროდუქტი სათუთად აშორებს ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს, არ აზიანებს თხელ და მგრძნობიარე კანს, კვებავს მას და აღადგენს მის ელასტიურობას. სკრაბში შემავალი რბილი, ნატურალური გამწმენდი ნაწილაკები კანის სრულფასოვან მოვლასა და წმენდას უზრუნველყოფენ. ეთერზეთები მეტაბოლურ პროცესებს ააქტიურებენ, ატონიზირებენ და კვებავენ კანს, ხელს უწყობენ მის ელასტიურობასა და სიმკვრივეს. ლავანდისა და ლემონგრასის დაბალანსებული არომატი, რომელსაც თან ახლავს ყვავილებისა და მცენარეების ნოტები, ხსნის დაღლილობას, მატებს ენერგიას, ბალანსისა და ჰარმონიის შეგრძნებას.
გამოყენების წესი: სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ, დაიმუშავეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 3-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წყლით (მშრალი კანის შემთხვევაში) ან შხაპის გელით (ცხიმიანი კანის შემთხვევაში) ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე სკრაბი კარგად აურიეთ!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.