აღწერა
ხელის თხევადი საპონი ფრანგიპანის ტროპიკული, ყვავილოვანი არომატით. მცენარეული წარმოშობის ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების წყალობით საპონი ნაზად ასუფთავებს ხელის კანს, ჰიდროლიპიდური შრის გაღიზიანებისა და დაზიანების გარეშე. პანთენოლი ატენიანებს კანს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. პლუმერიას ეთერზეთი და ექსტრაქტი ასევე ატენიანებს და არბილებს კანს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. პლუმერიაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნას და ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კანის ჯანსაღ უჯრედებში ჟანგვის პროცესს იწვევენ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.