აღწერა
კონდიციონერი ყველა ტიპის თმისთვის. პროდუქტი გამდიდრებულია ნატურალური ზეთებით, არ შეიცავს SLS-ს, SLES-ს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. გინკგო ბილობასა და ბაიკალის მუზარადას ექსტრაქტები, პროვიტამინი B5, როზმარინისა და პიტნის ეთერზეთები თმას საკვები ნივთიერებებით ამარაგებენ და მთელ სიგრძეზე აჯანსაღებენ. თმა ხანგრძლივად ინარჩუნებს სისუფთავეს, ბზინვარებასა და სიგლუვეს. კონდიციონერის გამოყენების შემდეგ თმა ჯანსაღ და მოვლილ იერს იძენს. პიტნის გამომაცოცხლებელი და მსუბუქი არომატი დილით მხნეობას შეგმატებთ, საღამოს კი დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნით.
გამოყენების წესი: შამპუნით დაბანის შემდეგ კონდიციონერი წრიული მოძრაობებით თმის მთელ სიგრძეზე დაიტანეთ, 2-3 წუთით გაიჩერეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ. შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.