აღწერა
კონდიციონერი ყველა ტიპის თმისთვის. პროდუქტი გამდიდრებულია ეთერზეთებითა და ექსტრაქტებით, არ შეიცავს SLS-ს, SLES-ს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. პანთენოლი (პროვიტამინი B5), ლემონგრასის, ლავანდისა და აბრეშუმის ექსტრაქტები თმას საკვები ნივთიერებებით ამარაგებენ და მას მთელ სიგრძეზე აჯანსაღებენ. თმა ხანგრძლივად ინარჩუნებს სისუფთავეს, ბზინვარებასა და სიგლუვეს. კონდიციონერის გამოყენების შემდეგ თმა ჯანსაღ და მოვლილ იერს იძენს.
გამოყენების წესი: შამპუნით დაბანის შემდეგ კონდიციონერი წრიული მოძრაობებით თმის მთელ სიგრძეზე დაიტანეთ, 2-3 წუთით გაიჩერეთ და გულდასმით ჩამოიბანეთ. შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის. პროდუქტის მოცულობა ხელსაყრელია მოგზაურობისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.