იდეალური საშუალება დაღლილი მოწიფული კანის ტონუსისა და ელასტიურობის აღსადგენად. ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით, სახის სპა პროცედურა „ბროწეული“ საუკეთესოდ იცავს კანს მზეზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასევე უზრუნველყოფს სახის კანის დამატებით კვებასა და ვიტამინიზაციას ცივ სეზონზე.
ბროწეულის ექსტრაქტი B, C და K ვიტამინებისა და მრავალი მიკროელემენტის წყაროა, რომლებიც არა მხოლოდ კვებავენ კანს, არამედ იცავენ მას მავნე ტოქსინებისგან და უნარჩუნებენ ჯანსაღ და ახალგაზრდულ იერს. პროცედურა ააქტიურებს უჯრედულ მეტაბოლიზმსა და კოლაგენის წარმოებას.
ნაზი სკრაბ-პილინგი აახლებს და კვებავს კანს, აუმჯობესებს მის სტრუქტურასა და იერს, ხოლო ნიღაბი კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას აღადგენს. სახის სკულპტურული მასაჟი ბროწეულის მასაჟის კრემით აუმჯობესებს სახის ოვალს და ხსნის კუნთების სპაზმებს, რომლებიც ღრმა ნაოჭების გაჩენას იწვევენ.
შედეგად ვიღებთ დატენიანებულ, მბზინავ კანსა და სახის გაუმჯობესებულ კონტურს.
სპა პროცედურის დამატებითი ნაწილია ხელის მოვლის რიტუალი ყვავილების დახვეწილი არომატით.
* სურვილისამებრ, ასაკოვანი კანის განსაკუთრებული მოვლის მიზნით, შესაძლებელია ნიღბისა და კრემის შერჩევა კატეგორიიდან „მოწიფული კანისთვის“.
გამოყენებული პროდუქცია BODHI-ის კოლექციიდან
მიცელარული წყალი | 3-5 მლ (რაოდენობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობასა და მაკიაჟზე) |
სახის გამწმენდი კრემი „ბროწეული“ | 2 მლ |
ტონერი მგრძნობიარე კანისთვის / ტონერი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის | 5-6 მლ |
სახის სკრაბი შაქრის ბაზაზე „ბროწეული“ | 3-4 მლ |
სახის მასაჟის კრემი „ბროწეული“т | 5 млმლ/em> |
სახის კრემ-ნიღაბი „ბროწეული“ / სახის ნიღაბი „მოწიფული კანისთვის“ | 5 მლ |
სახის კრემი „ბროწეული“ / სახის კრემი „მოწიფული კანისთვის“ | 1,5 მლ |
ტანის კრემ-ლოსიონი „ლოტოსი და ნემსიწვერა“ | 3 მლ |
საბაზისო მასაჟის ზეთი | 1 მლ |
ეთერზეთი (კლიენტის მიერ შერჩეული პროდუქტი) | 1 წვეთი |
ნაბიჯი 1
წინასწარ გაწმინდეთ სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონა მიცელარული წყლით.
– თვალის მაკიაჟის მოსაშორებლად დაასველეთ ბამბის 2 დისკი მიცელარული წყლით და დაადეთ კლიენტს დახუჭულ თვალებზე წამწამებსა და წარბებზე არსებული მაკიაჟის მოსაშორებლად.
– დაასველეთ ბამბის 2 დისკი მიცელარული წყლით და გაწმინდეთ სახე, კისერი, დეკოლტეს ზონა, ასევე ყურადღება მიაქციეთ ყურის ბიბილოებსა და კისრის უკანა ზონას.
– ნაზად მოაშორეთ თვალის მაკიაჟი და მოაცილეთ კოსმეტიკური ნარჩენები წამწამებს შორის და ქუთუთოებზე.
ნაბიჯი 2
სახის გაწმენდა ბროწეულის კრემის მეშვეობით
– ხელისგულები თბილი წყლით დაისველეთ, გამწმენდი კრემი ხელისგულზე თითებით ააქაფეთ და გადაანაწილეთ სახესა და კისერზე. 2-3 წუთის განმავლობაში კანი წრიული მოძრაობებით დაამუშავეთ, შემდეგ გაწმინდეთ კისრის ქვედა ნაწილი და დეკოლტე. მოერიდეთ თვალების გარშემო მიდამოებს.
– გამწმენდი კრემის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოაშორეთ და ნაზად მოაცილეთ დარჩენილი მაკიაჟი თვალებიდან.
ნაბიჯი 3
სახის გაწმენდა შაქრის სკრაბ-პილინგით „ბროწეული“
– მომზადებული სკრაბის ½ კლიენტს მთელ სახესა და კისერზე წაუსვით, მოერიდეთ თვალის არეს.
– დაისველეთ თითები თბილი წყლით და 3-5 წუთის განმავლობაში ყველა ადგილი წრიული მოძრაობით დაამუშავეთ, რათა კანი საგულდაგულოდ გაიწმინდოს. ყურადღება მიაქციეთ ცხვირსა და T ზონას.
– სკრაბის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით ან ღრუბლით მოაშორეთ.
ნაბიჯი 4
კანის ტონირება
– დაასველეთ ბამბის 2 დისკი ტონერით (ტონერი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ) და გაუწმინდეთ კლიენტს სახე, კისერი და დეკოლტე.
ნაბიჯი 5 და 6
სახის ნიღაბი და ხელის მოვლის პროცედურა
– ბრტყელი ფუნჯით გადაანაწილეთ კრემ-ნიღაბი „ბროწეული“ ან ნიღაბი „მოწიფული კანისთვის“: დაიწყეთ T ზონიდან და გადადით მთელ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე, მოერიდეთ თვალის მიდამოს. ნიღაბი 10-15 წუთი გააჩერეთ.
ამ დროს ჩაატარეთ ხელის მოვლის პროცედურა:
– დარჩენილი სკრაბის ½ კლიენტს ხელებზე წაუსვით. ჩაატარეთ მთლიანი ხელის მასაჟი მაჯის ჩათვლით, განსაკუთრებული ყურადღება კი თითებს მიაქციეთ.
– სკრაბის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოაშორეთ.
– 1,5 მლ ტანისა და ხელის კრემ-ლოსიონი „ლოტოსი და ნემსიწვერა“ ხელისგულებით გაათბეთ და მთლიან მკლავსა და წინამხარზე გადაანაწილეთ. ჩაატარეთ ხელის მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზე.
ნიღბის მოცილება:
– დაადეთ კლიენტს სახეზე თბილი, ნესტიანი პირსახოცი და ნაზი წრიული მოძრაობებით მოაშორეთ ნიღაბი. ბოლოს ფრთხილად მოაცილეთ ნიღბის ნარჩენები.
ნაბიჯი 7
ტონირება
დაასველეთ ბამბის 2 დისკი ტონერით (პროდუქტი კანის ტიპის მიხედვით შეარჩიეთ) და გაწმინდეთ ნიღბით დამუშავებული ყველა ზონა.
ნაბიჯი 8
სახის მასაჟი
– სახის კრემი მასაჟისთვის „ბროწეული“ ხელით გაათბეთ და მთელ სახეზე გადაანაწილეთ. ჩაატარეთ სახის სკულპტურული მასაჟი 15-20 წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს, კისერსა და მხრის სარტყელს.
– საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი კრემი მშრალი ხელსახოცით მოაშორეთ.
ნაბიჯი 9
დატენიანება
– სახის კრემი „ბროწეული“ ან „მოწიფული კანისთვის“ ხელებით გაათბეთ და მასაჟის მსუბუქი მატონიზირებელი მოძრაობებით გადაანაწილეთ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.
ნაბიჯი 10
პროცედურის დასასრულს, ხელისგულებში შეიზილეთ კლიენტის მიერ არჩეული ეთერზეთი, რომელიც შერეული იქნება საბაზისო მასაჟის ზეთში. ხელისგულები მოამრგვალეთ, კლიენტის სახიდან 10-15 სმ დაშორებით მოათავსეთ და მიეცით საშუალება, ეთერზეთის არომატი დაახლოებით 5-ჯერ შეისუნთქოს.