იდეალურია მშრალი და მგრძნობიარე კანის ბალანსის აღსადგენად.
არაბული ჟასმინის ზეთი არის ძვირფასი კომპონენტი, რომელიც არა მხოლოდ ნატიფი, დახვეწილი არომატით გამოირჩევა, არამედ უზრუნველყოფს საუკეთესო მოვლას მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. ზღვის მცენარეების, ალოესა და კიტრის ექსტრაქტები ეხმარება კანს ტენიანობის სათანადო დონის შენარჩუნებაში.
ნაზი სკრაბი შაქრის ბაზაზე სათუთად ასუფთავებს და აცოცხლებს კანს, ხოლო კრემ-ნიღაბი ღრმად კვებავს და ატენიანებს მას. სახის მასაჟი კრემით „ჟასმინი“ აუმჯობესებს უჯრედულ კვებასა და სუნთქვას, რაც კანს ელასტიურობასა და სიმკვრივეს უნარჩუნებს.
პროცედურის შედეგად წვრილი ნაოჭები სწორდება, კანი იძენს ჯანსაღ, მბზინავ იერს, ქრება დაჭიმვისა და დისკომფორტის შეგრძნება.
სპა პროცედურის დამატებითი ნაწილია ხელის მოვლის რიტუალი ყვავილების დამამშვიდებელი არომატით.
* სურვილისამებრ, კანის განსაკუთრებული დატენიანების მიზნით, პროცედურის ჩასატარებლად შესაძლებელია „დამატენიანებელი ნიღბის“ შერჩევა.
გამოყენებული პროდუქცია BODHI-ის კოლექციიდან
მიცელარული წყალი | 3-6 მლ (რაოდენობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობასა და მაკიაჟზე) |
სახის გამწმენდი კრემი „ჟასმინი“ | 2 მლ |
ტონერი მგრძნობიარე კანისთვის | 6 მლ |
სახის სკრაბი შაქრის ბაზაზე „ჟასმინი“ | 6 მლ |
სახის მასაჟის კრემი „ჟასმინი“ | 5 მლ |
სახის კრემ-ნიღაბი „ჟასმინი“ / სახის ნიღაბი „დამატენიანებელი“ | 5 მლ |
სახის კრემი „ჟასმინი“ | 1,5 მლ |
ტანისა და ხელის კრემ-ლოსიონი „ყვავილების თერაპია“ | 3 მლ |
საბაზისო ზეთი მასაჟისთვის | 1 მლ |
ეთერზეთი (კლიენტის მიერ შერჩეული პროდუქტი) | 1 წვეთი |
ნაბიჯი 1
წინასწარ გაწმინდეთ სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონა მიცელარული წყლით.
– თვალის მაკიაჟის მოსაშორებლად დაასველეთ ბამბის 2 დისკი მიცელარული წყლით და დაადეთ კლიენტს დახუჭულ თვალებზე წამწამებსა და წარბებზე არსებული მაკიაჟის მოსაშორებლად.
– დაასველეთ ბამბის 2 დისკი მიცელარული წყლით და გაწმინდეთ სახე, კისერი, დეკოლტეს ზონა, ასევე ყურადღება მიაქციეთ ყურის ბიბილოებსა და კისრის უკანა ზონას.
– ნაზად მოაშორეთ თვალის მაკიაჟი და მოაცილეთ კოსმეტიკური ნარჩენები წამწამებს შორის და ქუთუთოებზე.
ნაბიჯი 2
სახის გაწმენდა ჟასმინის კრემის მეშვეობით
– ხელისგულები თბილი წყლით დაისველეთ, გამწმენდი კრემი ხელისგულზე თითებით ააქაფეთ და გადაანაწილეთ სახესა და კისერზე. 2-3 წუთის განმავლობაში კანი წრიული მოძრაობებით დაამუშავეთ, შემდეგ გაწმინდეთ კისრის ქვედა ნაწილი და დეკოლტე. მოერიდეთ თვალების გარშემო მიდამოებს.
– გამწმენდი კრემის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოაშორეთ და ნაზად მოაცილეთ დარჩენილი მაკიაჟი თვალებიდან.
ნაბიჯი 3
სახის გაწმენდა შაქრის სკრაბ-პილინგით „ჟასმინი“
– მომზადებული სკრაბის ½ კლიენტს მთელ სახესა და კისერზე წაუსვით, მოერიდეთ თვალის არეს.
– დაისველეთ თითები თბილი წყლით და 3-5 წუთის განმავლობაში ყველა ადგილი წრიული მოძრაობით დაამუშავეთ, რათა კანი საგულდაგულოდ გაიწმინდოს. ყურადღება მიაქციეთ ცხვირსა და T ზონას.
– სკრაბის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით ან ღრუბლით მოაშორეთ.
ნაბიჯი 4
კანის ტონირება
– დაასველეთ ბამბის 2 დისკი ტონერით მგრძნობიარე კანისთვის და გაუწმინდეთ კლიენტს სახე, კისერი და დეკოლტე.
ნაბიჯი 5 და 6
სახის ნიღაბი და ხელის მოვლის პროცედურა:
– ბრტყელი ფუნჯით გადაანაწილეთ სახის კრემ-ნიღაბი „ჟასმინი“ ან „დამატენიანებელი“: დაიწყეთ T ზონიდან და გადადით მთელ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე, მოერიდეთ თვალის მიდამოს. ნიღაბი 10-15 წუთი გააჩერეთ.
ამ დროს ჩაატარეთ ხელის მოვლის პროცედურა:
– დარჩენილი სკრაბის ½ კლიენტს ხელებზე წაუსვით. ჩაატარეთ მთლიანი ხელის მასაჟი მაჯის ჩათვლით, განსაკუთრებული ყურადღება კი თითებს მიაქციეთ.
– სკრაბის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოაშორეთ.
– 1,5 მლ ტანისა და ხელის კრემ-ლოსიონი „ყვავილების თერაპია“ ხელისგულებით გაათბეთ და მთლიან მკლავსა და წინამხარზე გადაანაწილეთ. ჩაატარეთ ხელის მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზე.
ნიღბის მოცილება:
– დაადეთ კლიენტს სახეზე თბილი, ნესტიანი პირსახოცი და ნაზი წრიული მოძრაობებით მოაშორეთ ნიღაბი. ბოლოს ფრთხილად მოაცილეთ ნიღბის ნარჩენები.
ნაბიჯი 7
ტონირება
დაასველეთ ბამბის 2 დისკი ტონერით მგრძნობიარე კანისთვის და გაწმინდეთ ნიღბით დამუშავებული ყველა ზონა.
ნაბიჯი 8
სახის მასაჟი
– სახის კრემი მასაჟისთვის „ჟასმინი“ ხელით გაათბეთ და მთელ სახეზე გადაანაწილეთ. ჩაატარეთ სახის მასაჟი 15-20 წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს, კისერსა და მხრის სარტყელს.
– საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი კრემი მშრალი ხელსახოცით მოაშორეთ.
ნაბიჯი 9
დატენიანება
– სახის კრემი „ჟასმინი“ ხელებით გაათბეთ და მასაჟის მსუბუქი მატონიზირებელი მოძრაობებით გადაანაწილეთ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.
ნაბიჯი 10
პროცედურის დასასრულს, ხელისგულებში შეიზილეთ კლიენტის მიერ არჩეული ეთერზეთი, რომელიც შერეული იქნება საბაზისო მასაჟის ზეთში. ხელისგულები მოამრგვალეთ, კლიენტის სახიდან 10-15 სმ დაშორებით მოათავსეთ და მიეცით საშუალება, ეთერზეთის არომატი დაახლოებით 5-ჯერ შეისუნთქოს.