No products in the cart.

No products in the cart.

No products in the cart.

Top

სახის სპა პროცედურა „მზიანი იუზუ”

პროცედურა სასარგებლოა კომბინირებული, ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის. იგი ათავისუფლებს კანს ტოქსინებისგან და მას ჯანსაღ, აბრეშუმისებრ იერს სძენს. ციტრუსის სასიამოვნო არომატი კანს აცოცხლებს, ენერგიით ავსებს და საუკეთესო განწყობას ქმნის!

ციტრუსი იუზუს ქერქის ზეთი ასტიმულირებს და აბალანსებს კანის უჯრედშიდა პროცესებს. ზეთები და ფიტოკომპონენტები არეგულირებენ ცხიმის გამომუშავებას და აღადგენენ ჰიდროლიპიდურ შრეს, რაც კანს სიჯანსაღესა და სილამაზეს უბრუნებს.

ნაზი სკრაბი აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და იერს. კაოლინის თიხის ნიღაბი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, ეფექტურად ასუფთავებს და აცოცხლებს კანს, სძენს მას ხავერდოვან და ჯანსაღ ელფერს. კრემი „იუზუ“ სათანადოდ ატენიანებს კანს, ზედმეტი კომპონენტებით გადატვირთვის გარეშე.

სპა პროცედურის დამატებითი ნაწილია ხელის მოვლის რიტუალი ციტრუსის გამამხნევებელი არომატით.

გამოყენებული პროდუქცია BODHI-ის კოლექციიდან

 

მიცელარული წყალი 3-6 მლ(რაოდენობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობასა და მაკიაჟზე)
სახის გამწმენდი კრემი „იუზუ“ 2 მლ
ტონერი ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის 6 მლ
სახის სკრაბი შაქრის ბაზაზე „იუზუ“ 6 მლ
სახის მასაჟის კრემი „იუზუ“ 3 მლ
სახის ნიღაბი კაოლინის თიხის ბაზაზე „იუზუ“ 5 მლ
სახის კრემი „იუზუ“ 2 მლ
ტანის ლოსიონი „ციტრუსების მიქსი“ 3 მლ
საბაზისო ზეთი მასაჟისთვის 1 მლ
ეთერზეთი (კლიენტის მიერ შერჩეული პროდუქტი)    1 წვეთი

 

ნაბიჯი 1

წინასწარ გაწმინდეთ სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონები მიცელარული წყლით.

– თვალის მაკიაჟის მოსაშორებლად დაასველეთ ბამბის 2 დისკი მიცელარული წყლით და დაადეთ კლიენტს დახუჭულ თვალებზე წამწამებსა და წარბებზე არსებული მაკიაჟის მოსაშორებლად.

– დაასველეთ ბამბის 2 დისკი მიცელარული წყლით და გაწმინდეთ სახე, კისერი, დეკოლტეს ზონა, ასევე ყურადღება მიაქციეთ ყურის ბიბილოებსა და კისრის უკანა ზონას.

– ნაზად მოაშორეთ თვალის მაკიაჟი და მოაცილეთ კოსმეტიკური ნარჩენები წამწამებს შორის და ქუთუთოებზე.

ნაბიჯი 2

სახის გაწმენდა იუზუს კრემის მეშვეობით

– ხელისგულები თბილი წყლით დაისველეთ, გამწმენდი კრემი ხელისგულზე თითებით ააქაფეთ და გადაანაწილეთ კლიენტის სახესა და კისერზე. 2-3 წუთის განმავლობაში კანი წრიული მოძრაობებით დაამუშავეთ, შემდეგ გაწმინდეთ კისრის ქვედა ნაწილი და დეკოლტე. მოერიდეთ თვალების გარშემო მიდამოებს.

– გამწმენდი კრემის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოაშორეთ და ნაზად მოაცილეთ დარჩენილი მაკიაჟი თვალებიდან.

ნაბიჯი 3

სახის გაწმენდა შაქრის სკრაბ-პილინგით „იუზუ“

– მომზადებული სკრაბის ½ კლიენტს მთელ სახესა და კისერზე წაუსვით, მოერიდეთ თვალის არეს.

– დაისველეთ თითები თბილი წყლით და 3-5 წუთის განმავლობაში ყველა ადგილი წრიული მოძრაობით დაამუშავეთ, რათა კანი საგულდაგულოდ გაიწმინდოს. ყურადღება მიაქციეთ ცხვირსა და T ზონას.

– სკრაბის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით ან ღრუბლით მოაშორეთ.

ნაბიჯი 4

ტონირება

– დაასველეთ ბამბის 2 დისკი ტონერით ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის, შემდეგ კი გაუწმინდეთ კლიენტს სახე, კისერი და დეკოლტე.

ნაბიჯი 5

სახის მასაჟი

– სახის კრემი მასაჟისთვის „იუზუ“ ხელით გაათბეთ და მთელ სახეზე გადაანაწილეთ. ჩაატარეთ სახის მასაჟი 15-20 წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ დეკოლტეს, კისერსა და მხრის სარტყელს.

– საჭიროების შემთხვევაში ზედმეტი კრემი მშრალი ხელსახოცით მოაშორეთ.

ნაბიჯი 6 და 7

სახის ნიღაბი და ხელის მოვლის პროცედურა:

– ბრტყელი ფუნჯით გადაანაწილეთ კაოლინის თიხის ნიღაბი „იუზუ“: დაიწყეთ T ზონიდან და გადადით მთელ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე, მოერიდეთ თვალის მიდამოს. ნიღაბი 10-15 წუთი გააჩერეთ.

ამ დროს ჩაატარეთ ხელის მოვლის პროცედურა:

– დარჩენილი სკრაბის ½ კლიენტს ხელებზე წაუსვით. ჩაატარეთ მთლიანი ხელის მასაჟი მაჯის ჩათვლით, განსაკუთრებული ყურადღება კი თითებს მიაქციეთ.

– სკრაბის ნარჩენები თბილი, ნესტიანი პირსახოცით მოაშორეთ.

– 1,5 მლ ტანისა და ხელის კრემ-ლოსიონი „ციტრუსების მიქსი“ ხელისგულებით გაათბეთ და მთლიან მკლავსა და წინამხარზე გადაანაწილეთ. ჩაატარეთ ხელის მასაჟი 2-3 წუთის განმავლობაში. იგივე გაიმეორეთ მეორე ხელზე.

ნიღბის მოცილება:

– დაადეთ კლიენტს სახეზე თბილი, ნესტიანი პირსახოცი და ნაზი წრიული მოძრაობებით მოაშორეთ ნიღაბი. ბოლოს ფრთხილად მოაცილეთ ნიღბის ნარჩენები.

ნაბიჯი 8

ტონირება

დაასველეთ ბამბის 2 დისკი ტონერით ცხიმიანი კანისთვის და გაწმინდეთ ნიღბით დამუშავებული ყველა ზონა.

ნაბიჯი 9

დატენიანება

– სახის კრემი „იუზუ“ ხელებით გაათბეთ და მასაჟის მსუბუქი მატონიზირებელი მოძრაობებით გადაანაწილეთ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე.

ნაბიჯი 10

პროცედურის დასასრულს, ხელისგულებში შეიზილეთ კლიენტის მიერ არჩეული ეთერზეთი, რომელიც შერეული იქნება საბაზისო მასაჟის ზეთში. ხელისგულები მოამრგვალეთ, კლიენტის სახიდან 10-15 სმ დაშორებით მოათავსეთ და მიეცით საშუალება, ეთერზეთის არომატი დაახლოებით 5-ჯერ შეისუნთქოს.

Магазин тайской косметики Bodhi Spa

Растительная СПА Косметика