არომათერაპია ერთ-ერთი სასიამოვნო და ეფექტური საშუალებაა ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად. ამ პროცედურისთვის აუცილებელი სპა პროდუქტების არომატის შერჩევა ინტუიციურ დონეზე ხდება, რაც გაძლევთ საშუალებას გადაჭრათ ინდივიდუალური ამოცანები, დააბალანსოთ ემოციური ფონი და ჰარმონიაში მოიყვანოთ როგორც სხეული, ისე გონება.
სკრაბის მეშვეობით ჩატარებული სათუთი წმენდა და ნიღბით შეფუთვა კანს მიმზიდველ და ჯანსაღ იერს სძენს, ხოლო მომადუნებელი მასაჟი „არომათერაპია“ სხეულს აღდგენაში და ზოგადი მდგომარეობის მოწესრიგებაში ეხმარება.
გამოყენებული პროდუქცია BODHI-ის კოლექციიდან
ტანის სკრაბი მარილის ან შაქრის ბაზაზე (კლიენტის მიერ შერჩეული პროდუქტი) | 50 გ |
ტანის კრემ-ნიღაბი (კლიენტის მიერ შერჩეული პროდუქტი) | 70 გ |
ტანის მასაჟის ზეთი (კლიენტის მიერ შერჩეული პროდუქტი) | 30 მლ |
მიცელარული წყალი | 3 მლ |
ტონერი კანის ტიპის მიხედვით | 3 მლ |
*გარკვეული სპა პროგრამისა და სპა კომპლექსის შემთხვევაში, სასურველია კლიენტმა პროცედურის დაწყებამდე მიიღოს შხაპი, რაც პროდუქტების სათანადო მოქმედებასა და საუკეთესო შედეგს უზრუნველყოფს.
ნაბიჯი 1
ტანის სკრაბი
დაამუშავეთ მთლიანი სხეული სკრაბით. თითოეული ზონის გაწმენდის წინ დაისველეთ ხელები თბილი წყლით. პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით ჩაატარეთ:
– დეკოლტე და ხელები, განსაკუთრებული ყურადღება იდაყვებსა და ხელის მტევნებს მიაქციეთ
– მუცელი და გვერდები
– ფეხები, განსაკუთრებული ყურადღება მუხლებს მიაქციეთ
სთხოვეთ კლიენტს, ზურგიდან მუცელზე გადაბრუნდეს
– ფეხები, განსაკუთრებული ყურადღება ტერფებს მიაქციეთ
– ზურგი
ნაბიჯი 2
სხეულზე ნიღბის დატანა და შეფუთვა
საჭიროების შემთხვევაში, ნიღბის წასმამდე გაწმინდეთ თითოეული ზონა თბილი, ნესტიანი პირსახოცით, რათა მოაცილოთ ზედმეტი სკრაბი (შესაძლებელია ნიღბის დატანა უშუალოდ სკრაბის წასმის შემდეგ, რადგან სკრაბი ნატურალური კომპონენტებისგან შედგება, ამქერცლავი ნაწილაკები კი ბუნებრივად იხსნება).
ტანის ნიღაბი თანაბარ სქელ ფენად გადაანაწილეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
– ზურგი, მხრები
– ფეხის უკანა ზედაპირი
სთხოვეთ კლიენტს ზურგზე დაწოლა
– ფეხის წინა ზედაპირი
– მუცელი
– დეკოლტე და ხელები
ნიღბით დამუშავებული ზონები პოლიეთილენის ფირით დაფარეთ, შემდეგ კი საბნით შეფუთეთ და 20-25 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
ნაბიჯი 3
თავისა და სახის წერტილოვანი მასაჟი
– წინასწარ გაუწმინდეთ კლიენტს სახე და კისერი მიცელარული წყლით.
– შეფუთვის პროცედურის პარალელურად, ჩაუტარეთ კლიენტს თავის, კისრის უკანა ნაწილისა და სახის მომადუნებელი წერტილოვანი მასაჟი
ნაბიჯი 4
შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ სთხოვეთ კლიენტს, მიიღოს შხაპი.
ნაბიჯი 5
ტანის მასაჟი „არომათერაპია“
ჩაატარეთ მთლიანი სხეულის მომადუნებელი მასაჟი კლიენტის მიერ შერჩეული მასაჟის ზეთით
ნაბიჯი 6
მასაჟის დასასრულს დაადეთ კლიენტს თბილი ხელისგულები გულმკერდსა და შუბლზე. სთხოვეთ მას, 3-ჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს. ეს პროცესი ხელს უწყობს სხეულისა და გონების ბალანსის აღდგენას.