აღწერა
Bodhi-ის არომატული სანთელი შესანიშნავი საშუალებაა არომათერაპიისთვის. სივრცე დახვეწილი არომატით ივსება, რაც მყუდრო და კომფორტულ გარემოს ქმნის არომათერაპიული პროცედურის ჩასატარებლად. ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ელეგანტური შეფუთვის წყალობით Bodhi-ის არომატული სანთელი გამორჩეული დეკორაცია და საუცხოო საჩუქარია. სანთელი დამზადებულია ნატურალური სოიოსა და ფუტკრის ცვილისგან და არ შეიცავს პარაფინს. წვის პროცესში დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. სანთლის ჩაქრობა თავსახურის მეშვეობით ხდება, შესაბამისად, არ გამოიყოფა კვამლი, ოთახში კი შესანიშნავი სურნელი ნარჩუნდება. პროდუქტის სათანადო გამოყენების შემთხვევაში იზრდება წვის დრო და სანთლის არომატის ხარისხი. უწყვეტი წვის ოპტიმალური ხანგრძლივობა 1-3 საათს შეადგენს. არ ჩააქროთ სანთელი მანამ, სანამ ცვილი არ გადნება მთელ ზედაპირზე, რათა სანთლის ცენტრში ჩაღრმავება არ წარმოიქმნას. თუ სანთელი უწყვეტად იწვის დიდი ხნის განმავლობაში, წვის დრო შემცირდება. სანთლის ანთებამდე რეკომენდებულია ფითილის მოჭრა 3-4 მმ-მდე. არ ჩააქროთ სანთელი სულის შებერვით, უბრალოდ დააფარეთ მას თავსახური. არ დატოვოთ ანთებული სანთელი უყურადღებოდ ბავშვებისა და ცხოველებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
სანთელს ტროპიკული ყვავილი ფრანგიპანის ნატიფი არომატი აქვს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.