აღწერა
ხელისა და ტანის ლოსიონი ნატურალური ზეთების ბაზაზე კვებავს და ატენიანებს კანს, აჯერებს მას სასარგებლო მიკროელემენტებით, რის შედეგადაც კანი აბრეშუმივით ნაზი და ელასტიური ხდება. მიხაკის, ლაიმის, შავი პილპილისა და ბერგამოტის ეთერზეთების ორიგინალური არომატი გრძნობებსა და ვნებიანობას აღვიძებს. მიხაკის ეთერზეთი ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, ხსნის ანთებას და აუმჯობესებს კანის ტონუსს. შავი პილპილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათბობს და ხსნის კუნთების ტკივილს. ლაიმისა და ბერგამოტის ეთერზეთები აცოცხლებენ კანს, ათანაბრებენ მის სტრუქტურას და არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. სანელებლების მომაჯადოებელი არომატი ასტიმულირებს სუნის შეგრძნების უნარს, დადებითად მოქმედებს განწყობაზე, მატებს ენერგიას და სიცოცხლისუნარიანობას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობის ლოსიონი ტანზე, გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. ლოსიონი არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, სწრაფად შეიწოვება და ატენიანებს კანს. არომატი შესაფერისია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. ლოსიონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის, ვინაიდან მიხაკისა და შავი პილპილის ეთერზეთები მაღალი ალერგენობით ხასიათდება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.