აღწერა
პენტაპეპტიდის ნიღაბი მოწიფული კანისთვის კოლაგენის სტიმულირებასა და ჯანსაღი ელასტინის წარმოქმნას უწყობს ხელს, რაც კანის სიგლუვეზე აისახება. ნიღაბი მოწიფული და დაღლილი კანისათვის განსაკუთრებულად კვებავს მას. მცენარეული სკვალანი აუმჯობესებს უჯრედულ სუნთქვასა და ქსოვილების სიცოცხლისუნარიანობას. ბაობაბის ზეთში არსებული ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, ომეგა-6 და ვიტამინების კომპლექსი უჯრედის მემბრანის განახლებასა და გაახალგაზრდავებაში მონაწილეობს. წყალმცენარეების ექსტრაქტი კანის ელფერისა და ტენიანობის სათანადო დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. „ახალგაზრდობის ვიტამინის“ სახელწოდებით ცნობილი E ვიტამინი ანელებს დაბერების მკაფიო ნიშნების წარმოქმნას, ებრძვის პიგმენტაციას და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას. ნიღბის გამოყენების შემდეგ კანი ხავერდოვანი და ელასტიური ხდება.