Top
Image Alt

შამპუნი მწვანე ჩაი 200 მლ

32 

მარაგში

- +

აღწერა

შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის. იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. განსაკუთრებით რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვის, ასევე თმის ნელი ზრდისა და ცვენის მსუბუქი ფორმების დროს. შეიცავს მწვანე ჩაის, გინკგო ბილობას, საპნის ხის ნაყოფის ექსტრაქტებსა და გამდიდრებულია პროვიტამინ B5-ით. შამპუნი შექმნილია რბილ ბაზაზე და არ შეიცავს SLS-ს, SLES-ს, პარაბენებსა და მინერალურ ზეთებს. სულფატებისა და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების ნაცვლად გამოყენებულია უვნებელი სულფოსუკცინატი (ქარვის მჟავის მარილი). ვინაიდან პროდუქტი არ შეიცავს აგრესიულ კომპონენტებს, ბუნებრივი დამცავი შრე არ ირღვევა და მგრძნობიარე კანიც კი არ ღიზიანდება. მწვანე ჩაის ექსტრაქტი ამაგრებს თმის ძირებს, ამცირებს ცვენას, აღადგენს და კვებავს თმას, სძენს მას ბზინვარებასა და სიჯანსაღეს.
გამოყენების წესი: გამოყენებამდე ბოთლი ოდნავ შეანჯღრიეთ, რათა შამპუნში შემავალი ნატურალური ზეთები გააქტიურდეს. შამპუნი სველ თმაზე თანაბრად გადაინაწილეთ, მსუბუქი წრიული მოძრაობებით აიქაფეთ, შემდეგ კი საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ. შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

Aqua, Disodium Laureth Sulfosuccinate, Sodium Cocoamphopropionate, Glycerin, Sodium Cocoabutteramphoacetate, Disodium Lauryl Sulfosuccinate, Dimethicone, Lactic Acid, Camellia Sinensis Leaf (Green Tea) Extract, Scutellaria Baicalensis Root Extract, Parfum, Chlorphenesin, Geraniol, d-Limonene, Hexyl-Cinnamal.

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0.234 კგ
ზომები 4 × 4 × 14 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

გამოხმაურების დატოვება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც შეიძინა ეს პროდუქტი.

Магазин тайской косметики Bodhi Spa

Растительная СПА Косметика