აღწერა
ნაზი, დამატენიანებელი შხაპის გელი ტროპიკული ყვავილების არომატით. რბილი აქაფებადი ბაზის წყალობით შხაპის გელი სათუთად წმენდს კანს, არ აშრობს და არ აღიზიანებს კანს. E ვიტამინი და მანგოს ექსტრაქტი ატენიანებს კანს, ამცირებს დაჭიმულობისა და დისკომფორტის შეგრძნებას. შედეგად კანი ხავერდოვან და მაცდურ იერს იძენს. პლუმერიას ეთერზეთი და ექსტრაქტი კანს ატენიანებს, არბილებს და ანთებით პროცესებს ებრძვის. პლუმერიაში შემავალი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობენ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნას და ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კანის ჯანსაღ უჯრედებში ჟანგვის პროცესს იწვევენ. შხაპის გელი არა მარტო ასუფთავებს, არამედ ამშვიდებს მგრძნობიარე კანს და მას ტროპიკული ყვავილი ფრანგიპანის მიმზიდველ, თავბრუდამხვევ არომატს სძენს.
გამოყენების წესი: გელის საკმარისი რაოდენობა (დოზატორზე თითის 2-3 დაჭერა) სხეულზე წრიული მოძრაობებით დაიტანეთ, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ.
შესაფერისია ძალიან მგრძნობიარე კანისთვის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.