აღწერა
ანტიცელულიტური ნიღაბი თეთრი თიხის ბაზაზე ეფექტურად გამოიყენება სხეულის მაკორექტირებელ პროცედურებში. კანი ანტიოქსიდანტების, მინერალებისა და ვიტამინების აქტიურ დოზას იღებს. ცხენისწაბლასა და ჩვეულებრივი სუროს ექსტრაქტები და გრეიფრუტის ზეთი წონის დაკლებას უწყობენ ხელს, აუმჯობესებენ უჯრედების მეტაბოლიზმსა და კანის ვიზუალურ მდგომარეობას. აქტიურდება ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნის პროცესი, მცირდება შეშუპება, სისხლძარღვების კედლები კი ძლიერდება. მატეს (პარაგვაული ჩაის) ფოთლის ექსტრაქტი გამოირჩევა სხვადასხვა სახის პოლიფენოლისა და საპონინის უნიკალური შემადგენლობით, რომელიც არაბიკას ყავის მარცვლის ექსტრაქტთან ერთად ეფექტურად ებრძვის ე.წ. „ფორთოხლის კანს“, ასევე ხელს უშლის სტრიებისა და კაპილარული ქსელის გაჩენას. სხეულის მაკორექტირებელი პროცედურების შედეგად საგრძნობლად უმჯობესდება კანის დრენაჟის ფუნქცია. ზეთებს დეზოდორული და მატონიზირებელი მოქმედება აქვთ, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას, ათანაბრებენ კანის სტრუქტურასა და ტონს. ნიღბის სქელი ფენა დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე, დაიტოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის ბოლოს რეკომენდებულია ანტიცელულიტური მასაჟის კრემის „ჩილი“ ან მასაჟის ზეთის „ჩილი“ გამოყენება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.