აღწერა
ტანის კრემ-ნიღაბი კაკაოს მარცვლების ბაზაზე.
ნატურალური შოკოლადი კანში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რის შედეგადაც კანი ჯანსაღ და მბზინვარე იერს იღებს. გაძლიერებული სისხლის მიმოქცევა ხელს უწყობს ულტრაიისფერი გამოსხივებით დაზიანებული კანის აღდგენას (მზე უარყოფითად მოქმედებს კანის უჯრედებზე და აჩქარებს დაბერების პროცესს). შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ თავისუფალი რადიკალების გამოდევნას და აღადგენენ კანს. ბრინჯის ქატოს ზეთი აქტიური ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების წყაროა, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად.
ნიღბის სქელი ფენა დაიტანეთ პრობლემურ ადგილებზე ან მთელ სხეულზე და დაიტოვეთ 20-30 წუთით, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი ლოსიონის წასმა ან მასაჟის ჩატარება ზეთით ან კრემით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.