აღწერა
მასაჟის კრემი იუზუს არომატით კვებავს და ატენიანებს კანს მასაჟის დროს, ხოლო იაპონური ციტრუსის მკვეთრი, ოდნავ მწკლარტე ნოტები დადებითად მოქმედებენ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. ბრინჯის ქატოს ზეთში შემავალი ორიზანოლი და ჟენშენის ექსტრაქტი შესანიშნავი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც კანს მავნე ფაქტორებისგან და ნაადრევი დაბერებისგან იცავენ. ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი არეგულირებს კანის უჯრედების ენერგეტიკულ ბალანსს. ჟენშენის ფესვიდან მიღებული ჟენსენოზიდები ბუნებრივი წარმოშობის ანთების საწინააღმდეგო ნაერთებია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ უჯრედულ მეტაბოლიზმზე და ქსოვილების რეგენერაციაზე. ეს უზრუნველყოფს კრემის სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას. აზიური ცენტელა (გოტუ კოლა) B ვიტამინის წყაროა, რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უშლის შეშუპებასა და კაპილარული ქსელის გაჩენას და არეგულირებს უჯრედების წყალ-მარილოვანი ბალანსს. იუზუს არომატი აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და კონცენტრაციის უნარს გრძელი სამუშაო დღის ან სტრესის შემდეგ, ასევე მატებს სიცოცხლისუნარიანობას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.