აღწერა
ტანის მკვებავი ლოსიონი მსუბუქი, არაცხიმიანი ტექსტურით. შეიცავს ბრინჯის ქატოსა და ჟოჟობას ზეთებს, აბრეშუმის ექსტრაქტს, ხორბლის ჰიდროლიზებულ ცილებს, პლუმერიას ექსტრაქტსა და ეთერზეთს. ზეთების ნაზავი კვებავს კანს, მას სირბილესა და ელასტიურობას მატებს და სასარგებლო მიკროელემენტებით აჯერებს. მცირე ზომის მოლეკულებისა და წყალში ხსნადი ფორმის წყალობით, ხორბლის ჰიდროლიზებული ცილები სწრაფად შეიწოვება კანში, ატენიანებს მას და აღადგენს სასიცოცხლო ენერგიას. აბრეშუმისა და პლუმერიას ექსტრაქტი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც კანის ჯანსაღ უჯრედებში ჟანგვისა და დაბერების პროცესს იწვევენ. ტროპიკული პლუმერიას საუცხოო, თავბრუდამხვევი არომატი ამშვიდებს და დადებით განწყობას ქმნის.
გამოყენების წესი: დაიტანეთ მცირე რაოდენობის ლოსიონი ტანზე, გადაინაწილეთ წრიული მოძრაობებით და სრულ შეწოვამდე დაიტოვეთ. პროდუქტი არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, სწრაფად შეიწოვება და ატენიანებს კანს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.