აღწერა
ზღვის მარილის სკრაბი ბრინჯის ქატოს და ქოქოსის ზეთებითა და შიის კარაქით, ილანგ-ილანგის ეგზოტიკური არომატით. ზღვის მარილის ნაწილაკები ეპიდერმისის მკვდარ უჯრედებს აშორებს და აახლებს კანს. ზღვის მარილი სათუთად წმენდს კანს და მას მინერალებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს. სათუთი წმენდის გარდა, სკრაბი შესანიშნავად უვლის თქვენს კანს. ნატურალური ზეთები აძლიერებენ სკრაბის რეგენერაციულ ეფექტს, კანი კი ხავერდოვან და მბზინვარე იერს იძენს. აღდგება კანის ლიპიდური შრე, უმჯობესდება მიკროცირკულაცია და უჯრედების კვება, იზრდება კანის ელასტიურობა და სიმკვრივე.
ილანგ-ილანგის ეთერზეთი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას, რაც ხელს უშლის კანის გაუწყლოებასა და ხსნის გამონაყარს. ეგზოტიკური ყვავილების მოტკბო არომატი კი თავს ტროპიკულ ბაღში გაგრძნობინებთ, მოგიხსნით დაღლილობისა და დაძაბულობის შეგრძნებებს.
გამოყენების წესი: სკრაბი სველ კანზე დაიტანეთ, დაიმუშავეთ სასურველი ზონა წრიული მოძრაობებით 3-5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წყლით (მშრალი კანის შემთხვევაში) ან შხაპის გელით (ცხიმიანი კანის შემთხვევაში) ჩამოიბანეთ. გამოყენებამდე სკრაბი კარგად აურიეთ!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.